ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
1749932937
ეგეოსის ძღვაში, საბერძნეთის კუნძულ კრეტას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედიაავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 17.7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრა მუღლას შტატის, დატჯას რაიონიდან 166 კილომეტრში დაფიქსირდა და იზმირსა და მიმდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრას უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.