1758658955
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

მდგრადი, ინკლუზიური და სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკისთვის - გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების, პოლიტიკური ნებისა და თანამშრომლობის მობილიზება. პირველმა დიპლომატმა სამიტის მონაწილეებს საქართველოს მხრიდან ამ ხედვის სრულად ერთგულება დაუდასტურა.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, განახლებადი ენერგიის სექტორში ჩადებულ ინვესტიციასა და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.