პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2,3097 გრ. ნარკოტიკულ საშუალება, „მდმა“-ს და 0,8624 გრ. ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, რომლის რეალიზაციაც სხვადასხვა დროს განახორციელა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება), 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ და მეშვიდე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაცია) და 261-ე მუხლის მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.