მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ბჯ

 ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრს, სილვი კირილოვს შეხვდა. ისაუბრეს ორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებში მიმდინარე რეფორმებზე, წარმატებულ გამოცდილებებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

მიხეილ სარჯველაძე შეხვდა ესპანელ კოლეგასაც. მონიკა გარსია გომესთან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთში. ხაზი გაესვა, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობასაც.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში.