დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილეებს მიმართავს

ნკ

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილეებს მიმართავს. მიხეილ ყაველაშვილი იმ პროგრესზე ისაუბრებს, რასაც საქართველომ გაეროს პრინციპების კუთხით მიაღწია - მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანის უფლებებზე.

პრეზიდენტს უმასპინძლებს გაეროს გენერალური მდივანიც.

გუშინ კი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა. როგორც აღნიშნეს, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება.

საქართველოს პრეზიდენტი, ასევე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს. ისაუბრეს ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში მიიწვია, თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა , კოლეგა საქართველოში დაპატიჟა.