პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზუსტად 21 წლის წინ, 22 იანვარს, თბილისის ცენტრში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა.
დუდუ (დავით) დადიანს, 2002 წლის 22 იანვრის დილას, სამსახურში ამავალ კიბეზე ესროლეს. იმ საბედისწერო დღეს დუდუ სპორტის დეპარტამენტში მივიდა, რომ კალათბურთის ფედერაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა ჩაეტარებინა.
ტრაგედია შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, დაახლოებით 11 საათსა და 50 წუთზე მოხდა.
კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დეპარტამენტის შენობაში ესროლეს. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი დუდუ დადიანი სასწრაფო დახმარების მანქანით მე-9 საავადმყოფოში (ხეჩინაშვილი) გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მაშინ ყველაზე ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, „ვითას“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან 90-იან წლებში ეროვნულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა. მე-13 ნომრად თამაშობდა.
გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება რამდენჯერმე დაიწყო, თუმცა, ვერც მკვლელს მიაგნეს და შესაბამისად, არც არავინ დასჯილა.
დუდუს ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ “დუდუ დადიანის თასი” დააწესა.