პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მისი გადავადების შუამდგომლობებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, დღეს სასამართლოს მიმართავენ.
მიმართვის საფუძვლად ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები სამედიცინო დასკვნას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს რამდენიმე უმძიმესი დაავადება აქვს, რისი მკურნალობაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ვერ ხერხდება. სწორედ ამის მტკიცებულებების წარდგენას აპირებენ იურისტები სასამართლო სხდომაზე.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ პროცესის მიმდინარეობისას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილობრივი ან სრული გასაჯაროება მოხდეს.