1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იცოდი? - რომ რუსთავში სკოლა ქალაქის დაარსებამდე არსებობდა.
პირველი საჯარო სკოლა, რომელიც რუსულენოვანი იყო 1943 წელს ჯერ კიდევ სოფელ რუსთავში 58 კვ.მ ფართობის ბარაკის ტიპის სახლში გაიხსნა, სადაც მხოლოდ სამი ოთახი იყო.
მისი სრული სახელი "სოფელ რუსთავის კარაიაზსკის რუსული არასრული საშუალო სკოლა" იყო.
სკოლაში იმ ადამიანების შვილები სწავლობდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოვიდნენ და ინდუსტრიულ ქალაქს აშენებდნენ.
1946-1947 სასწავლო წელს სკოლაში ქართველი მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც 1948 წელს ამავე სკოლში გაიხსნა ქართული არასრული საშუალო სკოლა და მისი დირექტორი ქსენია ზარქუა იყო.
ეროვნული მრავალფეროვნება სკოლაში როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებშიც იგრძნობოდა.
წყარო: info rustavi