გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373
რუსთავში ყოფილმა ცოლმა ქმარს ბენზინი გადაასხა.
„ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 40 წლამდე ქალმა XII მიკრორაიონში ბენზინი შეიძინა და ყოფილ ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა.
ყოფილმა ცოლმა კაცს დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა, ადგილზე მისულს კი მცირე კამათის შემდეგ ბენზინი გადაასხა. იმ დროს, როდესაც ქალი სანთებელის ანთებას ცდილობდა და ცეცხლის წაკიდებას, კაცმა გაქცევა მოახერხა.
ქალმა, მას მერე რაც ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა ყოფილი ქმრის მსუბუქი ავტომობილი ქვებით დააზიანა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 157-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.
გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778