„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
მიმდინარე წელს, რუსთავში ქალაქისთვის უპრეცედენტო რაოდენობის პროექტები ხორციელდება. როგორც რუსთავის მერი აცხადებს, ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც უკვე 100 მილიონ ლარზე მეტია და მთავრობის მხარდაჭერა, რუსთავს თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
,,ჩვენ წლის დასაწყისშივე დავაანონსეთ, რომ მიმდინარე წელს რუსთავში უპრეცენდენტო რაოდენობის პროექტები განხორციელდებოდა. ამ მომენტისთვის, სამუშაოები 280-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს. საუბარია, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ისე იმ სამუშაოებზე, რომელსაც ,,რუსთავის კორპუსი“ და ,,რუსთავ სერვისცენტრი“ აწარმოებენ. უკვე დაწყებული გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც რუსთავის შემოსასვლელის სრულ რეკონსტრუქციას და სამი მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები მიმდინარეობს ოთხი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, ორი ახალი სკვერი, სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით. სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ისტორიული შენობის- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაციისთვის. სრული რეაბილიტაცია უტარდება პირველ საბავშვო ბაღსაც, რომელიც რუსთავისთვის ასევე ისტორიულ დატვირთვას ატარებს. შენდება სპორტის სასახლე და განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება მეგობრობის გამზირს. ჯამში, ამჟამად რუსთავში მიმდმინარე სამუშაოებში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 85 მილიონ ლარზე მეტი თანხა იხარჯება. ჩვენ ვაგრძელებთ ახალ პროექტებზე მუშაობას, რომლებსაც რუსთაველებს ძალიან მალე გავაცნობთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
წლის ბოლომდე, რუსთავში კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავენ.