პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, კერძოდ რამდენიმე მილიონით გაზრდის საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა ბიუროზე ნაცმოძრაობის დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ სხდომას რუსთავის მერი დასწრებოდა და კითხვებზე პასუხი გაეცა.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს სხდომაზე მივიდა, თუმცა ნაცმოძრაობის დეპუტატებმა, მათ მიერვე დასმულ კითხვებზე, მერს პასუხის გაცემის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
როგორც ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დღეს რუსთავში ძალიან სამწუხარო რეალობაა, ნაციონალური მოძრაობა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად არის მოწადინებული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტად შეაჩერონ განვითარების ის პროცესი, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს და ამას თითოეული რუსთაველი ხედავს.
,,დღეს რუსთავში 80 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქალაქისთვის და დამატებით 14 მილიონი ლარის პროექტებზე შევიტანეთ ბიუჯეტში ცვლილება საკრებულოში დასამტკიცებლად. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გააჟღერა
,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ თუ არ დავესწრებოდი სხდომას, საფრთხე იყო ამ საკითხების ჩაგდების. ეს იყო მათი პრინციპული მოთხოვნა მივსულიყავი და თავად წარმედგინა ეს საკითხები. ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირი პრინციპი არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლაა. ამიტომ დღეს მე მივედი სხდომაზე, თუმცა პროექტებზე შინაარსობრივად მსჯელობის საშუალება არ მომეცა და ეს ყველამ კარგად ნახა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძის თქმით, მისთვის ოპოზიციის არცერთი პრინციპი და მოთხოვნა, არასდროს არ იქნება უკანდასახევი, როდესაც ეს რუსთავს და რუსთაველებს ეხება.
„,მე მივალ ყველგან და შევაღებ ყველა კარს, როდესაც საუბარია რუსთავის განვითარებაზე და წინსვლაზე. სიცრუეა, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფებოდით, როგორც გითხარით, ჰქონდათ ერთგვარი ულტიმატუმი, სხდომაზე საკითხს არ გაიტანდნენ თუ არ დაესწრებოდა მერი, მეც მივედი, თუმცა მათი მხრიდან არ დასმულა არცერთი კითხვა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს და მათ კეთილდღეობას ეხება. იყო მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი დემაგოგია და ამ დემაგოგიას აგრძელებენ სამწუხაროდ“, - განაცხადა რუსთავის მერმა.