რუსთავში ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენ ფესტი“ „არტ გენით“ დაიხურა

რუსთავის მერია

რუსთავის ცენტრალურ პარკში, პირველი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი "Ozsygen"-ი ჩატარდა. ფესტივალი 8 ივლისს დაიწყო და 9 ივლისს "არტ-გენით" დასრულდა. პირველ დღეს კი სპეციალურად მოწყობილი საფესტივალო სივრცე ელექტრონულ მუსიკას დაეთმო. 

მთავარ სცენაზე, "არტ-გენის" ფარგლებში მაყურებლის წინაშე "გაგა ფრანი", "33ა", "REGGAEON"-ი და "სუხიშვილები" წარდგნენ.

"ოქსიგენ ფესტს" რუსთავის მერი შვილებთან ერთად დაესწრო. როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ფესტივალის ჩატარება ახალგაზრდების თხოვნა იყო.

"უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავში "ოქსიგენ ფესტი" შედგა, იმიტომ რომ ფესტივალის პირველი დღე ახალგაზრდებისთვის იყო განსაკუთრებული, მათ ელექტრონულ მუსიკას მოუსმინეს, მეორე დღეს " კი არტ-გენი ჩატარდა და უფრო საოჯახო გარემო იყო. ისეთი ჯგუფები იყვნენ სცენაზე, რომლებიც ყველა თაობის წარმომადგენელს უყვარს. რუსთავში ფესტივალის ჩატარება ახალგაზრდების თხოვნა იყო,  ეს თხოვნა ყველამ ერთად შევასრულეთ და ჩვენ ეს გამოგვივიდა",- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მუსიკასთან ერთად “ოქსიგენი”, სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს სთავაზობდა, მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების, ლუდის, ღვინის და კოქტეილ-ბარებს, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც (STALL).