პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავში მამაკაცი დაჭრეს.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავი-გარდაბნის გზაზე სისხლიანი დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სამმა პირმა, ძმებმა ბიძაშვილთან ერთად, კაცს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ქვედა კიდურის არეში დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.
40 წლამდე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ძმა და ინციდენტში მონაწილე მათი ბიძაშვილი უკვე დააკავა, მესამე ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენის ამ დორმდე ცდილობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.