რუსთავის მედიცინის სახლი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

რუსთავის მედიცინის სახლი - N 1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გარდაიცვალა ჩვენი ცენტრის გამორჩეულად ყურადღებიანი და გულისხმიერი ექიმი ქირურგი ბატონი სერგო ბიძიაშვილი. მისი მოულოდნელი გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველას, ვისაც მისი სიკეთე და პროფესიული დიდსულოვნება ოდესმე შეხებია. მისი კეთილი სახე და ღვაწლი ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მშვიდობით ბატონო სერგო!“ - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.