უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თემურ შანავა დაიღუპა.

11 ნოემბერს, ალყაში მოხვედრის შემდეგ თემური დაკარგულად ითვლებოდა და მისი ცხედარი დღეს იპოვეს. ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.