ეს ხილი მინერალების არსენალია! - აახალგაზრდავებს კანს, სიმსივნის პრევენციას უწყობს ხელს, თუმცა დღეში ორ ცალზე მეტის მიღება რეკომენდებული არაა - კვების კონსულტანტი

ფეიხო

 კვების კონსულტანტი ელგუჯა მანჯგალაძე ფეიხოას სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.

„ერთადერთი ხილია, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც უსწრებს. ერთი ფეიხოა არის ადამიანის იოდის მიღების ნორმა, ხოლო ორი უკვე ზედმეტია - ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ფეიხოა მართლაც საოცარი ხილია. ამ ხილში შედის მთელი ვიტამინების არსენალი - C ვიტამინი, რომელიც ჩვენს იმუნიტეტს აძლიერებს, ასევე B1, B2, B3, B6 და P ვიტამინები. მასში შედის მინერალები: იოდი, კალიუმი, კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, თუთია - რაღაცა სასწაული მიკრო და მაკრო ნუტრიენტები.

ასევე შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - კატეინს და ლეიკოონტოცინს, რომელსაც ახასიათებს ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მოქმედებები. ფეიხოა ასევე არაჩვეულებრივია კანის გაახალგაზრდავებისთვის და გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებები. 

ფეიხოა ფრიად სასარგებლო ხილია, მიირთვით დღეში ერთი ცალი“, - ამბობს ელგუჯა მანჯგალაძე.