რუსთავი 2-ის კორესპონდენტს საზოგადოების დახმარება სჭირდება

კორესპოდენტი

რუსთავი2-ის გურიის რეგიონის ბიუროს კორესპონდენტს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

პარასკევს, 13 მაისს ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "რუსთავის 2" - ის გურიის რეგიონის ბიუროს ჟურნალისტი, 36 წლის თამთა დოლიძე მძიმედ დაშავდა.
 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თამთასთან ერთად ავტომანქანაში მისი 17 თვის შვილი იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ჩატარებული კვლევების შემდეგ, პატარა ბინაზე უკვე გაწერეს.

რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, იგი ბათუმში, კლინიკა "მედცენტრში" მრავლობითი მოტეხილობებით მოათავსეს, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თამთა დოლიძეს აქვს ცხვირის ფრაგმენტული მოტეხილობა, მარჯვენა ჰაიმორის წიაღის ხაზოვან-ფრაგმენტული მოტეხილობა მცირედი ცდომით.

  •  შუბლის წიაღის გარეთა ფირფიტის ხაზოვანი მოტეხილობა.
  •  მარჯვენა თვალბუდის მედიალური კედლის მცირე ფრაგმენტული მოტეხილობა.
  • მარჯვენა მხარის ძვლის მეტაფიზის ხაზოვანი მოტეხილობა.
  • მარცხენა 4 ნეკნის ფრაგმენტული მოტეხილობა.
  • მარცხნივ წელის 1-2-3 მალის მარცხენა განივი მორჩების ხაზოვანი მოტეხილობა.

თამთას, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ის კონტაქტურია თუმცა, მკურნალი ექიმების განცხადებით, იგი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას და რეაბილიტაციას.

თამთას გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარებაა საჭირო, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, თამთას დასახმარებლად თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

მიმღები: კუკური ბარამიძე (თამთას მეუღლე)

საქართველოს ბანკი: GE59BG0000000498359752