„ტროტუარზე დაეჯახა და გაიქცა მძღოლი...“ - ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
1732911600
"რუსთავი 2-მა" 4 სექტემბერს ახალი სეზონი ახალი გადაცემებით დაიწყო. არხმა, ტრადიციულად, ერთგული მაყურებლისთვის ის მეგაპროექტები მოამზადა, რომლებიც საერთაშორისო წარმატებული შოუების ანალოგია და მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
"გვაჩვენე შენი ხმა", "შეფების ლიგა", "პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონი და განახლებული "ნამდვილი ექიმები" - ეს მხოლოდ ნაწილია იმ სატელევიზიო პროდუქტებისა, რომელსაც "რუსთავი 2"-ის გუნდი მაყურებლისთვის ამზადებს.
არხზე რჩება ის გადაცემებიც, რომლებმაც მაღალი რეიტინგი და მაყურებლის ნდობა წლების განმავლობაში მოიპოვა, თუმცა აქაც არის სიახლეები. "დილა მშვიდობისა საქართველოს" გუნდს ახალი წამყვანი - "პრაიმ ჰაუსის" ფინალისტი, ხოლო "შუა დღის" გუნდს ამავე პროექტის გამარჯვებული შეემატა.
"რუსთავი 2" ახალ სეზონზე კიდევ ერთ საინტერესო გადაცემას იწყებს - დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი ამ სეზონზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოგიყვებათ. ასე რომ, დარჩით "რუსთავი 2"-ზე, არხი მთელი წლის განმავლობაში თქვენთვის საინტერესო პროექტებს მოამზადებს.