თურქეთში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსახიობი ბერენ საათი და შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს - მედია

თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან თეატრისა და კინოს მსახიობი ენის არიქანი, ინფლუენსერი ქერიმჯან დურმაზი, მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ.

გარდა ამისა, როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებულია მოდელი ტესი რამოს კორეირა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 7,43 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

სტამბოლის პროკურატურამ თურქეთის პარლამენტის დეპუტატის შვილის, ადნან ბექერის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალად ადამიანების პროსტიტუციაში ჩაბმა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.