რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

 რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინიდან გამოშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ვორონეჟისა და როსტოვის რეგიონებში გაანადგურეს.

„ღამით კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით სცადა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რვა ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და ოთხი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.