რთული მეტეოროლოგიური ქვეყანაში - საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

გზები

თოვლი, ქარბუქი, ლიპყინული გზებზე და ზვავსაშიშროება - საქართველოში უამინდობაა. განსაკუთრებით რთულია მეტეოროლოგიური პირობები მაღალმთიან რეგიონებში.

საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შროშა-არგვეთას მონაკვეთზე.

მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე.