პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
17 მარტს, ქართველი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. როგორც ახლობლები ჰყვებიან, ოჯახის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. „სარკესთან“ მეგი ბაქრაძის მული, თამარ კობახიძე საუბრობს.
„კატასტროფა ხდება ჩემი ძმის სახლში, მტერს არ ვუსურვებ, ისეთი ამბავია. ჩემი ძმა დილით გადის, ღამე მოდის და მაშინაც არ უნდა სახლში შესვლა. ყველა ცრემლიანია. შიგნით რა მოხდა, ვიდეოჩანაწერი არსებობს, მაგრამ არავინ გვაჩვენებს. ჩემი ძმები და მამიდაშვილი შევიდნენ კლინიკაში, მეგიზე რომ უთხრეს, ცუდადააო, სადაც ფაქტობრივად, არავინ დახვდათ. პირდაპირ დაადგნენ თურმე მეგის თავზე. ჩემი მამიდაშვილი ამბობს, რაც იქ ვნახეთ, ის მანუჩარს არ უნდა დაენახაო. მეგი ვერ ვიცანით, იმხელაზე იყო გასიებული, თვალები დაქაჩული ჰქონდა და შიშველს კისრამდე გადაფარებული ჰქონდა ზეწარიო. არც სუნთქვის აპარატი, არც გადასხმა, არაფერი ჰქონია შეერთებული.
მთელი ის სცენა ხომ ჩემი ძმის თვალებიდან არასოდეს ამოვა. ერთ წუთში თუ კარგადაა, მეორე წუთში ცუდად ხდება. ადის სასაფლაოზე და ახლოს ვერ მიდის, ვერ ეკარება, შორს დგას. ოთახში შედის და უაზროდ ტირის, მისჩერებია სურათებს და… ერთ წუთში ამბობს, რომ აღარ უნდა ცხოვრება, მეორე წუთში ბავშვებზე ფიქრობს.
მეგის ოთახი დღემდე ისეა, როგორც იმ დღეს იყო, როცა უკანასკნელად გავიდა სახლიდან. ჩემმა ძმამ მუზეუმივით აქცია ის ოთახი. დედაჩემი ყველაფერს ისე დებს ადგილზე, როგორც მეგის ედო. ისე კიდია ტანსაცმელი, როგორც მანამდე“, - ამბობს ბაქრაძის მული.
მეგი ბაქრაძეს ორი შვილი ჰყავდა.