როსტოვის, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებში დრონებით თავდასხმის შესახებ აცხადებენ

ჯპ

 რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მორიგი თავდასხმა განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატების იერიშზე როსტოვის, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებში აცხადებენ.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა Telegram- არხზე დაწერა, რომ ოლქში 4 დრონი ჩამოაგდეს. ვრცელდება კადრები, რომელზეც ჩანს, რომ კამენს-შახტინსკთან ნავთობბაზა იწვის. ამავე ოლქში, დრონების თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს პროლეტარსკის ნავთობბაზაზე უკვე 10 დღეა ვერ აქრობენ.

ბრიანსკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დრონების შეტევის შედეგად ოლქში 3 ადამიანი დაშავდა.

ვორონეჟის ოლქში აცხადებენ, რომ ჩამოგდებული დრონის ნაწილები ადვილად აფეთქებადი ობიექტის მახლობლად ჩამოვარდა, რის გამოც ორი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ისინი სახლები დაბრუნდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვორონეჟთან 8, როსტოვთან კი 4 დრონი ჩამოაგდეს. .