რომც არ დავაყენოთ სინოდმა, ხალხი გვაიძულებს... - მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის კანონიზაციაზე

მეუფე ნიკოლოზი

ეკლესიასტეს უწერია, ერთი კარი რომ იკეტება, მეორე იღება. დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება, რადგან ვფიქრობ, ეს საკითხი [პატრიარქის კანონიზაცია] რომც არ დავაყენოთ სინოდმა, ხალხი გვაიძულებს, - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ კანონიზაცია მალევე უნდა მოხდეს. ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა გარდაცვალების მერე იმწუთასვე დაიწყო კანონიზაციის პროცესი, თუმცა ეს პროცესი მაშინ სხვანაირი იყო. როდესაც წმინდანად შერაცხვაზეა საუბარი, აქ ლაპარაკია საყოველთაო თაყვანისცემაზე“, - აღნიშნა მეუფემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.