1749757476
რომელ საათზე დაიბადა თქვენი შვილი - ნახეთ დაბადების საათის გავლენა ადამიანის ბედსა და ხასიათზე

გაარკვიეთ და გაიხსენეთ თქვენი და თქვენი შვილის დაბადების საათი და უფრო მეტს შეიტყობთ თქვენი ხასიათის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
დაბადების საათს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანები, რომლებიც ერთ დღეს, რამდენიმე საათის სხვაობით დაიბადნენ, შეიძლება აბსოლუტურად საპირისპირო ხასიათის იყვნენ. ადამიანის ბუნებაზე მოქმედებს იცის, რომელი პლანეტა დომინირებდა მისი დაბადებიდან მომდევნო ორ საათში. თუ თქვენ იცით დაბადების დრო, შეგიძლიათ უკეთ გაიგოთ საკუთარი თავისა და შვილის პოტენციალი, სუსტი და ძლიერი მხარეები.
00.00 – 2.00
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან, ადვილად და სიამოვნებით სწავლობენ ახალ ინფორმაციას. ასეთი ადამიანი აქტიური, ერუდიტი, კარგი იუმორის გრძნობითაა და ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრისკენ მიილტვის. მათთვის მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა – ეს ააქტიურებს მათ შესაძლებლობებს. ამ პერიოდში დაბადებულები ძალიან ენერგიულები არიან და ჩვეულებრივ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან ასაკთან შედარებით.
2.00 – 4.00
ამ დროს დაბადებულნი განსაკუთრებულად შრომისუნარიანობის მქონე ადამიანები არიან. ისინი აფასებენ კომფორტს და იციან, რა უნდა გააკეთონ ამისთვის, ამიტომ პირადი კეთილდღეობა მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მათ ნათლად ესმით მიზეზობრივი კავშირი, ამიტომ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ასეთი ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებში მესაკუთრეობის გრძნობა მაღალგანვითარებულია.
4.00 – 6.00
ბუნებით ლიდერები არიან და ხშირად გვევლინებიან ლიდერულ პოზიციებზე. მმართველობის სურვილი და უნარი სისხლში აქვთ. თუ ეს ერთ ადგილზე არ გამოსდით, გარემოს იცვლიან და სხვა ადგილას ცდილობენ უფროსობას. ასეთი ადამიანების შეზღუდვა არ ღირს, მათი მთავარი პირობა მოქმედების თავისუფლებაა. "მე ვხედავ მიზანს - მე მივდივარ", "მოვედი - დავინახე - გავიმარჯვე" - ეს ყველაფერი მათზეა. ისინი თავდაჯერებულები, ამაყები, ამბიციურები არიან. დავალებების შესრულებას არავის ანდობენ, მხოლოდ საკუთარი ძალების სჯერათ. გააგრძელეთ კითხვა..