„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
კადრები, რომელიც "კურიერს" ექსკლუზიურად მიაწოდეს, ახალგაზრდა გოგოს იძულებით ქორწინებას ასახავს. მამამ ის მეზობელ მამაკაცს ძალით მიათხოვა, მანამდე კი ქალიშვილს ფიზიკურადაც გაუსწორდა. ფაქტი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოხდა. საქორწინო ცერემონიის ამსახველ ვიდეოში ყველა ბედნიერია, გარდა თავად პატარძლისა.
სანამ იძულებით შეუღლებულები და ქორწილში მიწვეული სტუმრები პატარძლის ოჯახიდან რესტორანში გადაინაცვლებდნენ, გოგომ მომხდარის შესახებ დეტალები მეგობარს გაანდო, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. პატარძალი ქორწილიდან თავშესაფარში, მამა კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ქორწილი ჩაიშალა, რესტორანში წვეულებაზე მისული სტუმრები კი უკან გააბრუნეს. "კურიერს" დღეს ადგილზე დაუდასტურეს, რომ დაგეგმილი საზეიმო ღონისძიება ვერ შედგა.
19 წლის ქალიშვილის ცემისა და იძულებითი ქორწინების ბრალებით 50 წლამდე მამაკაცი ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მამის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ქორწილიდან თავშესაფარში გადაყვანილ 19 წლის გოგოსთან ფსიქოლოგები მუშაობენ.