უახლესი კვლევა - ამ საკვების მოხმარება კიბოს რისკს ამცირებს
1744824996
ფსალმუნების კითხვა მორწმუნეთათვის ძალზე სასარგებლოა. ფსალმუნის ავტორი ებრაელთა დიდებული მეფე და წმინდა წინასწარმეტყველი, მგალობელი და ღვთის მადიდებელი დავითია. სწორედ მის კალამს ეკუთვნის უკვდავი „ფსალმუნნი“, რომლის სახელწოდებაც ბერძნული სიტყვიდან „ფსალმოს“ წარმოდგება, რაც ნიშნავს – ვგალობ, - საგალობელი.
ფსალმუნი (სადიდებელი, საგალობელი) ეწოდება მუსიკალურ სიმებიან ინსტრუმენტს. ეს საკრავი დავითის განუშორებელ საკრავს წარმოადგენდა.
დავითი უფლის სადიდებელ ფსალმუნებს ღვთის შთაგონებით თხზავდა და ქნარზე გალობდა. მისი ხმა შთამბეჭდავი და დამატკბობელი იყო.
რაც უფრო ვუკვირდებით ფსალმუნის სულიერ სიღრმეს, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მისი ავტორი არ შეიძლება იყოს მარტოოდენ ადამიანი. ასეც არის, რადგან დავითი ფსალმუნებს წერს ღვთის შთაგონებით, რაც გვიდასტურებს, რომ ფსალმუნი სული წმინდის ნამეტყველევი არის.
არ არსებობს ცხოვრებისეული შემთხვევა, რომელსაც ფსალმუნი არ "შველოდეს". მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს ამხნევებს და იმედის სხივს ჰფენს, მედიდურსა და გაამპარტავნებულს აფრთხილებს და საკუთარ უსუსურობაზე მიუთითებს, ურწმუნოს ღვთის რწმენას უღვივებს, ბედნიერ ადამიანს ღვთის მადლიერების გრძნობას უღვიძებს, ცოდვილს – სინანულს. ფსალმუნი ის წამალია, რომელიც ადამიანის ყოველგვარ სულიერ ავადმყოფობას კურნავს...
ფსალმუნის უმთავრესი საგალობელია ღმერთი – დაუსაბამო, უკვდავი, ყოვლისშემძლე, ყველაფრის გამგებელი, ყოვლისშემქმნელი, გულმართალი, მართლმსაჯული, სახიერი (კეთილი), მრავალმოწყალე, ბრძენი, საშინელი, კაცთმოყვარე.
მამა რევაზი (სიხარულიძე), ჟურნალი „წყარო“ N17, 1993 წ. იანვარი
***
სულ 150 ფსალმუნია, რომელიც 20 კანონის სახით გვაქვს. წმინდა მამათა რჩევა-დარიგების მიხედვით, ეს ფსალმუნები, სხვადასხვა საჭიროებისათვის შეგვიძლია წავიკითხოთ.
სულიერი მღელვარების ჟამს შეგვიძლია წავიკითხოთ 30-ე ფსალმუნი;
მწუხარებისა და შეჭირვების ჟამს - ფსალმუნები - 3, 12, 21, 68,76, 82 და 142-ე;
სულიერი სნეულების ჟამს - ფს. 36, 39, 53 და 69;
დაცული რომ იყო მძიმე ცოდვათაგან - ფს.18;
სახლიდან გასვლის წინ - ფს.31;
ჯადოს და ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ - ფს.49, 53, 58, 139, 63;
შენს წინააღმდეგ ბრალდებათა და ცილისწამებათა ჟამს - ფს. 4, 7, 36, 51;
მიცვალებულთათვის - ფს. 50, 118;
სამადლობელი მტერზე გამარჯვებისას - ფს.17;
მოწყინებისა და უნებლიე მწუხარებისას - ფს. 90, 26,101;