რომელ ასაკში გაქვთ ბიზნესში წარმატების ყველაზე დიდი შანსი

კომპანია

ყველაზე წარმატებული მეწარმეები საშუალო ასაკის არიან, თუნდაც ტექნოლოგიების სექტორში. 

2.7 მილიონი კომპანიის დამფუძნებლების სიის შედგენისას, რომლებმაც დაიქირავეს მინიმუმ ერთი თანამშრომელი 2007-2014 წლებში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყველაზე წარმატებული ტექნიკური კომპანიების დამფუძნებლების საშუალო ასაკი 45 წელი იყო.

აღნიშნულია, რომ 50 წლის მეწარმეს თითქმის ორჯერ მეტი შანსი აქვს შექმნას საოცრად წარმატებული კომპანია, ვიდრე 30 წლის ასაკში. 60 წლის სტარტაპის დამფუძნებელს სამჯერ მეტი შანსი აქვს წამოიწყოს წარმატებული სტარტაპი, ვიდრე 30 წლის.

სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მეწარმეების საშუალო ასაკი, რომლებიც ქმნიან კომპანიას და ქირაობენ მინიმუმ ერთ თანამშრომელს, არის 42 წელი.

„იდეები შესანიშნავია, მაგრამ შესრულება არის ყველაფერი. გაცილებით რთულია იდეის კარგად შესრულება, როდესაც შეზღუდული გამოცდილება გაქვს“, - ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი.

რა თქმა უნდა, აღნიშნულია, რომ თუ კონცეპტუალურ გარღვევას მიაღწევთ, შეგიძლიათ მიაღწიოთ უზარმაზარ წარმატებას ახალგაზრდა ასაკში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ხანდაზმულ მეწარმეებს აქვთ აშკარა უპირატესობა.