პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამ წუთებში ბუბა კიკაბიძე ფილარმონიაშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მოცეკვავე ნინო სუხიშვილი მას გამოემშვიდობა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მიყვარდა ბუბა კიკაბიძე, რომელიც ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო. ილიკოს, ნინოს მეგობარი. თენგიზის, ერთად სწავლობდნენ სკოლაში, მთელი ახალგაზრდობა, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული, უდიდეს პატივს ვცემდი.
ძალიან მიყვარდა, ის იყო ნამდვილი ლეგენდა, თბილისელი. ბუბა კიკაბიძე იყო პიროვნება, რომელიც ძალიან დიდი პატივისცემის ღირსია. თბილისს, საქართველოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიციით, ნიჭით, პატრიოტიზმით ძალიან დააკლდება. მისი სიმღერები ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში, თაობები ნამდვილად გაიხსენებენ მას... როგორც ხდება საქართველოში - როცა მიდის ადამიანი, მერე უფრო და უფრო აფასებენ“ - ამბობს სუხიშვილი.
ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერალი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.