დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თითქმის სამთვიანი ვნებათაღელვისა და დიდი რეიტინგის ფონზე მიმდინარე რეალითი შოუ - "პრაიმ ჰაუსი" ფინალს უახლოვდება. დღეს 22 საათზე, "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, თქვენ ნახავთ, თუ ვინ გახდება შოუს გამარჯვებული - ანი ყიფშიძე თუ გიორგი ნაზღაიძე.
"პრაიმტაიმი" შეეცადა გაერკვია, როგორ ემზადებიან ფინალისტები ღამის პირდაპირი ეთერისთვის.
ანი ყიფშიძე: - იდეალური განწყობა მაქვს. სიყვარულით სავსე ვარ. რაც აქამდე არ ვყოფილვარ, ახლა ვარ ერთიორად ამაღლებული განწყობით. ძალიან ბედნიერი გახლავართ, თუნდაც იმით, რომ "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთი ფინალისტი ვარ.
ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ იმიტომ კი რა, რომ ჩემი გვირგვინოსნების იმედი არ მაქვს, ეს ღელვა ახლა ჩვეულებრივია. გინდა არ გინდა, მენერვიულება.
ღამე შვილს სიცხე ჰქონდა და მასთან ერთად გავათენე. ლოყები ერთმანეთზე გვქონდა მიდებული. ჩვენ ასე ვიცით, ერთმანეთი რომ ძალიან მოგვენატრება, კანით შეხება-მოფერება გვჩვევია. ჩვენი სიყვარული გადადის ერთმანეთში. ლოყა მიდებული გვეძინა. ასეთი ენერგიებით ვარ სავსე. ნატალის სიცხემაც დაუწია. იცით, რა მითხრა: დე, სადაც აქამდე გაუძელი, ესეც ბოლოა და ამასაც გაუძელიო. ჩამეხუტა. ჩვენ მაგარი მეგობრები ვართ. ნატა რომ გავაჩინე, სამ დღეში გავხდი 15 წლის. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.
კაბა, აქსესუარები მომზადებული მაქვს. ვიპრანჭები. მიხარია, კარგ ხასიათზე ვარ. ასე მგონია, ზაფხულის ახალი წელი მოდის.
ფინალზე საგულშემატკივროდ მომყვებიან ჩემი გვირგვინოსნები, დედა, დეიდა, ძმა, მეგობრები და ორი ადმინი, რომლებიც გვირგვინოსნების მთელი არმიას გააკონტროლებენ.
ხვალიდან ჩემს შვილთან ერთად გავატარებ. რაც შეეხება გვირგვინოსნებს, ვაპირებ მათთან ერთად სიკეთეები ვაკეთო.
- მაინც საითკენ იხრება შენი ქალური ინტუიცია? იმარჯვებ? ტაროს კარტი ხომ არ გაგიშლია?
- იმედი მაქვს, გავიმარჯვებ, როგორც ჩემმა შვილმა თქვა. რატომღაც ყოველთვის მიხდება ნატალიას ნათქვამი. და ნატალიმ მითხრა, რომ მე გავიმარჯვებ! გვირგვინოსნებიც ამას მეუბნებიან.