ფილმის „სიყვარული ყველას უნდას“ პერსონაჟი „ელიზბარაანთ გივია“, იგივე სიმონ ბერიკაშვილი გარდაიცვალა
1774616194
აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია. ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ კვარიათსა და გონიოში, შემდეგ კი – ქობულეთში.
ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში ამოწმებენ შემდეგ მაჩვენებლებს:
• ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები
• ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები [საერთო კოლიფორმული ბაქტერიები]
• კოლიფაგი
• ფეკალური სტრეპტოკოკები [Streptococcus faecaliss]
• ოქროსფერი სტაფილოკოკები [Staphylococcus aureus]
• პათოგენები საერთო [მათ შორის, სალმონელა]
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, 1 ლიტრ ზღვის წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების მაქსიმალური დასაშვები ნორმა არის 10 000, ხოლო ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირების დასაშვები ნორმა – 5 000.
აჭარის სანაპიროს გასწვრივ ივლისის თვის ბოლოს აღებული ზღვის წყლის სინჯების ლაბორატორიული კვლევის შედეგები კი ასეთია:
ბათუმის ცენტრალურ პლაჟთან – 2 400 [ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები] და 620 [ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები]
შესაბამისად, სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლები:
სარფის პლაჟთან – 500 და 230
კვარიათის პლაჟთან – 620 და 230
აკვაპარკის მიმდებარედ [ბათუმი] – 2 400 და 500
ბარცხანის პლაჟთან [ბათუმი] – 2 400 და 620 ლაქტოზა
მწვანე კონცხთან [ბათუმი] – 7 000 და 2 400
ბობოყვათში [ქობულეთი] – 7 000 და 1 300
ქობულეთის ცენტრალურ პლაჟთან – 2 100 და 620
წყარო: „ბათუმელები“