1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
კლინიკაში რჩებიან საგარეჯოში დაჭრილი პაციენტები. სამიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ქირურგიული ოპერაცია მას რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და კიდურების არეში აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, ორი პაციენტის გაწერა უახლოეს დღეებში იგეგმება. არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, 19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდაა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო.
ყოფილი სამხედრო, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.