VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
19 იანვარს საგარეჯოში, მეზობლებზე თავდამსხმელის ნოდარ ათუაშვილის დედა, ერთი წლის გარდაცვლილია. ადგილობრივები „პრაიმტაიმს“ უყვებიან, რომ მონაზონი, დედა ევა ხშირად ავადმყოფობდა და ასაკშიც იყო.
„მთელი საგარეჯო ლაპარაკობს, რომ თითქოს დედა ცხედარზე უარს ამბობს. მედიაშიც გავრცელდა აქაურების ნათქვამი.
დედა ევა, ერში რუსუდან ოსეფაშვილი, მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ბერ გაბრიელთან და ბერი გაბრიელის დედასთან ერთად იმყოფებოდა. მანაველებთანაც გადავამოწმე და ის, ერთი წლის წინ, ასაკიანი გარდაიცვალა. დაკრძალულია უბისას დედათა მონასტერში. ბოლო წლებში ტელეფონით ვეკონტაქტდებოდი, ნომერი დავკარგე, ეს სურათები თავად დედა ევამ მაჩუქა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი
შეგახსენებთ, 49 წლის სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის ცხედრის საცხოვრებელ კორპუსში გადასვენებას მეზობლები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ცხედარზე ოჯახიც, მათ შორის დედა და ნახევარძმა, უარს ამბობს.