მეცნიერებმა დაასახელეს ხილი, რომელშიც კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება აღმოაჩინეს - ახალი კვლევა
1767381960
მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა გუშინ, საჭირო გახდა მისი თბილისში გადმოყვანა.
პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ მონაზონი რეანიმაციულ განყოფილებაში არ მკურნალობს.
ცნობისთვის, 26 ნოემბერს, გვიან ღამით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ყაჩაღობის მიზნით დედათა მონასტერში ორი უცნობი პირი შეიჭრა. კაცებმა მონაზონი სცემეს, ერთ-ერთმა კი გააუპატიურა.