ქალმა, რომელსაც მაღაზიის მოლარემ ლატარიის ბილეთი შეცდომით მიჰყიდა, 2 მილიონი დოლარი მოიგო
1740070670
ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობის შესახებ კომენტარი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა.
„პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, 7 იანვარს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ერთი დაშავებული თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო დანარჩენი ორი ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.