დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის ერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ჰოსპიტალიზებულია 16 წლის გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია, ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.
როგორც ქაშიბაძემ აღნიშნა, ის კლინიკიდან ორშაბათს გაეწერება. მისი თქმით, ქვეყანაში ლეღვის ნახარშით დამწვრობის სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია, რომ 16 წლის გოგონა ლეღვის ნახარშით რამდენიმე დღის წინ დაიწვა.