ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ნიკოლიშვილი აცხადებს, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
„პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელი. ამჟამად მკურნალობა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება, თუმცა სტაბილური მდგომარეობით.
სავარაუდოდ, დღის განმავლობაში, შევხედავთ მდგომარეობას და პალატაში გადავიყვანთ. პაციენტი კონტაქტურია. ჰქონდა მხრის ძვლის დაზიანება, სავარაუდოდ, ცეცხლნასროლი ჭრილობით მიყენებული, ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი“, – აღნიშნა ექიმმა.
ცნობისთვის, გუშინ ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა. დაკავებული 80 წლის ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა. რაც შეეხება მოტივს, ოფიციალური მოტივი უცნობია.