დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
საქართველოში სექტემბრის პირველი დღეები შედარებით ცვალებადი ამინდით ჩაივლის. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 1 სექტემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +27 გრადუსამდე მოიმატებს.
2 სექტემბერს ტემპერატურა კვლავ შედარებით მაღალი იქნება და ზოგიერთ რეგიონში +28 გრადუსს მიაღწევს. მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი.
სექტემბრის პირველი ნახევარი, ზოგადი პროგნოზით, წვიმიანი და შედარებით გრილი იქნება. თვის მეორე ნახევარში კი ნალექის შემცირება და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
თბილისში უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაახლოებით +26–29 გრადუსის ფარგლებში იქნება. 3–5 სექტემბერს კი დღისით კვლავ თბილი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა აგვისტოსთან შედარებით დაახლოებით 3–5 გრადუსით დაბალია.