როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდის პროგნოზი

2 თებერვალს ქუთაისში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმშიც უნალექო ამინდია. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღე და ცოტაოდენი ნიავია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა. დღისით +5 იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგოური ამინდია ნავარაუდები. დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -11 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი, სუსტი ქარი დაფიქსირდება.

გუდაურში -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -1, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.