1746733863
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 თებერვალს ქუთაისში უნალექო დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები ფოთში, დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
მესტიაში მზიანი ამინდი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
+8 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.
გორში ქარი და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
გუდაურში დღისით თოვლი და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -4 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში თოვლჭყაპი და +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდები.
გურჯაანში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც თოვლჭყაპია ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.