მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
ირანი განიხილავს სავაჭრო გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარეს თავისუფალი ნავიგაციის დაშვებას, – ამის შესახებ „როიტერს“ წყარომ განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება აშშ-თან მოლაპარაკებების ნაწილია და მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ შეთანხმება გაფორმდება.
წყაროს არ დაუკონკრეტებია, გაწმენდს თუ არა ირანი სრუტეში სავარაუდოდ განთავსებულ ნაღმებს და შეძლებენ თუ არა გავლას ისრაელთან დაკავშირებული გემები.
როგორც „როიტერი“ წერს, წინადადება დამოკიდებულია იმაზე, დააკმაყოფილებს თუ არა ვაშინგტონი ირანის მოთხოვნებს.