როგორი ამინდია მოსალოდნელი 31 დეკემბერს საქართველოში

ზამთარი გურიაში

31 დეკემბერს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +4, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +3, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმში. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით +1 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით -2 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში თოვლიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლიანი ამინდია თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.