1767110152
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს
დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ.ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - თურქეთის მოქალაქეს, 1984 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჰ.ქ. ბრალდებულის
სახით დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.












