როგორი ამინდი იქნება უქმეებზე

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

„24-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 26 - 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსი იქნება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.