1763657118
როგორი ამინდი იქნება თვის ბოლომდე საქართველოში - ამინდის განახლებული პროგნოზი
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:
,,საქართველოში ანტიციკლონი გვიცავს, ევროპის იმ ცალკეული ტერიტორიებისგან განსხვავებით, სადაც მკვეთრად აცივდა, ამიტომაც ჩვენთან ყინვის და თოვლის ნაცვლად, სტაბილურად მზიანი და თბილი დღეებია, რომელიც კიდევ გაგრძელდება - თვის ბოლომდეც კი.
დღისით ტემპერატურა კვლავ 20 გრადუსთან ახლოს რჩება.
თითქოს ბუნებამ გადაწყვიტა, ცოტა ხნით კიდევ დაგვიტოვოს სინათლე, სითბო და სიმშვიდე.
ასე, რომ დავტკბეთ ისე, როგორც ბავშვობაში, როცა არ ვიცოდით, რომ დრო ასე სწრაფად გადის, ვისიამოვნოთისე, როგორც შეგვიძლია - მადლიერად, მშვიდად...",-წერს მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე.










