საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1763751963
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის სამშვიდობო გეგმას, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა, შესაძლოა, ჰქონდეს პოტენციალი, გახდეს რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველი.
ამის შესახებ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას თქვა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა მიიღო აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ტექსტი, თუმცა „არსებითად“ ის რუსულ მხარესთან არ განუხილავთ.
მისი მოსაზრებით, აშშ-მა გეგმა იმიტომ არ განიხილა რუსეთთან, რომ უკრაინას ჯერ თანხმობა არ გამოუხატავს ამ წინადადებებზე.
„ვხედავთ, რომ ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკული მხრიდან გარკვეული პაუზა დადგა. ჩვენ ვიცით, რომ ეს დაკავშირებულია უკრაინის ფაქტობრივ უართან იმ გეგმაზე, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაჩნდა ამ გეგმის ახალი რედაქცია – ფაქტობრივად, განახლებული პროექტი, უკვე 28 პუნქტად.
ჩვენ ამ ტექსტს ვფლობთ. ის მიღებული გვაქვს აშშ-ის ადმინისტრაციასთან არსებული საკომუნიკაციო არხებით. მგონია, რომ ეს ტექსტიც შეიძლება, გახდეს საბოლოო მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველი, თუმცა არსებითად, სიღრმისეულად ეს ტექსტი ჩვენთან განხილული არ არის. შემიძლია ვივარაუდო, რატომ. მიზეზი, ვფიქრობ, იგივეა – აშშ-ის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ შეუძლია, მიიღოს უკრაინის თანხმობა. უკრაინა წინააღმდეგია.
როგორც ჩანს, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები კვლავ ილუზიებში არიან და ოცნებობენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე, ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, ამ პოზიციას საფუძვლად უდევს არა იმდენად კომპეტენციის დაბალი დონე, და ამ ნაწილს ახლა არ განვიხილავ, არამედ, უფრო სავარაუდოდ, მათ არ აქვთ ობიექტური ინფორმაცია ბრძოლის ველზე რეალური ვითარების შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.