როგორი ამინდი იქნება საახალწლოდ - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ახალი წელი

ახალი წლის ღამეს თოვლი უხდება, თუმცა, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

31 დეკემბერს და 1 იანვარს, ქუთაისში +12°/ +16° გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით - +2/+3

ოზურგეთში დღისით წვიმა და +10 /+11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2/3 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილი ამინდი იქნება ბათუმში. დღისით ჰაერი +15°-/ +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

 

შესაძლოა, წვიმიანი დღე იყოს ფოთში, სადაც დღისით +10/+12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5/4 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში, 31-ში შესაძლოა , იწვიმოს, დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, პირველში კი გამოიდარებს და 14 გრადუსამდე დათბება,  ღამით კი +2/+4 გრადუსია ნავარაუდევი.

+17/+18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5/+6 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მესტიაში თოვლი იქნება. დღისით +3/+2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -7 /-8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდი იქნება ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +8/+6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2/-4 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაში, სადაც დღისით +8/+7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2/+2 გრადუსი.

ახალციხეში დღისით ჰაერი +5/+6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5/-6 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

ბორჯომშიც თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5/+4, ღამის განმავლობაში კი -4/-5 გრადუსია ნავარაუდევი.

ბაკურიანში თოვლიანი ამინდებია. დღისით +3/+2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8/-7 გრადუსი დაფიქსირდება.

 

გორში +7/+8 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -1/-3 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -4/-5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოთოვს, დღისით -1/-1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6/-7 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +1/0, ღამით კი -10/-9 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8/+10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1/+2 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +13/+12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3/+4 გრადუსია ნავარაუდევი.

 

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +12/+13 გრადუსი, ღამით კი +2/+3 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში +8/+9 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -+1/+2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +11/+13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +1/+2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში უნალექო ამინდია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13/+12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2/+1 გრადუსია მოსალოდნელი.