როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდი

24 ივნისს ქუთაისში +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +29, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს. დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწივმებს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +31 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.