როგორი ამინდი იქნება 4 აპრილის ჩათვლით - განახლებული პროგნოზი

ამინდი

3 აპრილს - პარასკევს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან  უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით  +12, +17°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +19,  +24°;  მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°;  მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15° .

4 აპრილს - შაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და  ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით  +7, +12°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი; ზოგან შესაძლებელია ძლიერი და  ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +14,  +19°;  მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°;  მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +5, +10°.