1731614151
როგორი ამინდი იქნება 23 მაისს საქართველოში
23 მაისს ქუთაისში +21 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში იწვიმებს. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +18, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში ნალექიანი ამინდია, სადაც +20 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. აქაც იწვიმებს.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +10, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
რუსთავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.